среда, 7 мая 2014 г.

მორიგი შეხვედრა ზერტის საჯარო სკოლის "მათემატიკის კლუბში"

კლუბში ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე" ოქროს კვეთა"                                          
კლუბის წევრებმა მოიძიეს და საინტერესოდ  წარმოადგინეს მასალები "ოქროს კვეთაზე", მის ისტორიაზე, ლიტერატურიდან, მუსიკიდან,ხელოვნებიდან და აშ...                                    
      თითოეულმა პრეზენტატორმა მოძიებული მასალა სლაიდების სახით , ან თვით შექმნილი პლაკატების საშუალებით წარმოადგინა. გაიმართა საინტერესო საუბრები და დისკუსია, მოეწყო პლაკატების გამოფენა
      კონფერენციას ესწრებოდნენ სხვა კლუბის წევრებიც.
                                                 
                                           
                ცოტაოდენი ისტორია   

პირველი ლიტერატურული წყარო,რომელიც მონაკვეთის ოქროს კვეთის პროპორციით გაყოფა გვხვდება,ევკლიდეს ცნობილი ,,საწყისებია”(III საუკუნე ჩვენს ერამდე).საწყისების უკვე მცირე წიგნში ევკლიდე აგებს ოქროს კვეთას,რასაც შემდგომში იყენებს წესიერი ხუთკუთხედის და ათკუთხედის ასაგებად.გამოყენებულია ოქროს კვეთა სტერეომეტრიაში-წესიერი მრავალწახნაგების ასაგებად.ამასთან უდავოა, რომ ოქროს კვეთას ევკლიდემდე იცნობდნენ.კერძოდ ,ცნობილი იყო იგი პითაგორასა და მისი მოწაეებისათვის.პითაგორას ფილოსოფიურ სკოლაში ფილოსოფიისა და მათემატიკის გარდა ჰარმონიასაც სწავლობდნენ.ჰარმონიის თეორიის შესწავლისას პითაგორელები  იმ დასკვნამდ მივიდნენ,რომ ბგერებს შორის თვისებრივი განსხვავება სიმების სიგრძეებს შორის რაოდენობრივი განსხვავებით არის განპირობებული,რამაც შთააგონა ისინი უფრო შორს წასულიყვნენ-სამყაროს ყველა კანონზომიერება რიცხვებით გამოესახათ,რამდენადაც მათ აზრით,ყველაფრის საფუძვლად ღმერთმა რიცხვი აიღო.სწორედ ამიტომ იყო,რომ პითაგორა და მისი მიმდევრები რიცხვებში,მონაკვეთების შეფარდებაში მაგიურსა და ზებუნებრივს ეძებდნენ.კერძოდ დიდი პატივით სარგებლობდა ოქროს კვეთა,რომელიც პითაგორელების ღრმა რწმენით თვალისთვის სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.ამიტომაც გასაკვირვი არ არის რომ მათი საცნობი ნიშანი წესიერი ხუთკუთხედის დიაგონალებით შედგენილი უთქიმიანი ვარსკვლავი იყო.საქმე ის არის რომ ნებისმიერი დიაგონალი მეზობელ წვეროებიდან გამოსულ ორივე დიაგონალს ოქროს კვეთის პროპორციით ყოფს.გადმოცემით,უცხო მხარეში მოხვედრილმა ერთ-ერთმა პითაგორელმა,რომელიც დასნეულდა და საშუალება არ ჰქონდა საფასური გადაეხადა მისი მომვლელისათვის სიკვდილის წინ უკანასკნელს დაუბარა-შენ სახლზე ხუთკუთხიანი ვარსკვლავისებური მრავალკუთხედი გამოსახე და თუ როდესმე სახლის წინ პითაგორელი გაივლის,აუცილებლად დაინტერესდება ამ ნიშნით და ჩემს ამბავსაც შეიტყობსო.მართლაც რამდენიმე წლის შემდეგ გზადმიმავალმა პითაგორელმა დაინახა ეს სიმბოლო და სახლის პატრონმაც უხვ გასამრჯელო მიიღო. 
  შუა საუკუნეებში კვლავ გაღვივდა ინტერესი ოქროს კვეთისადმი.მას ხშირად იყენებდნენ არამარტო თვით გეომეტრიაში,არამედ ელოვნებასა და არქიტექტურაში .ამიტომაც სრულიად ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ,რომ Xსაუკუნის დასასრულს დაიწერა სპეციალური წიგნი ოქროს კვეთის შესახებ.მის ავტორს იმ დროს ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკოსს ლუკა პაჩოლს მოჰყავს ოქროს კვეთის ცამეთი თვისება,რომელთაგან თითოეულის ასეთი ეპითეტებით ამკობს,როგორიცაა,,განსაკუთრებული”,  ,,უბრწყინვალესი”,  ,,უშესანიშნავი”,  ,,ენით უთქმელი”  ,,ზებუნებრივი” და  ა.შ.
ოქროს კვეთას იყენებენ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში.არც კომპოზიტორები და პოეტები დარჩენილან,,გულგრილნი”ოქროს კვეთის მიმართ.დაკვირვება ცხადყოფს,რომ ესთეტიკური თვალსაზრისით ოქროს კვეთას გარკვეული უპირატესობა აქვს.ამის დამადასტურებელია თუნდაც იმ ცდის შედეგები,რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ჩაატარეს:გამოსაცდელს 10 სხვადასხვა მართკუთხედებს შორის იყო ,,ოქროს მართკუთხედიც”-გვერდების შეფარდების 21:34 და აი გამოსაცდელთა 22%-მა სწორედ ეს მართკუთხედი აირჩია.გვედრს ვერ ავუვლით იმ ფაქტსაც,რომ წიგნებს საფოსტო ბარათებს,საფულეებს,შოკოლადის ფილებს და ბევრ სხვა საგანს,ნებით თუ უნებლიეთ ოქროს მართკუთხედის ფორმა აქვს.

ახლა კი მოვიყვან უდიდეს მეცნიერს იოჰან  კეპლერის ორიგინალურ მოსაზრებას ოქროს კვეთის შესახებ:,,გეომეტრია ორ საუნჯეს ფლობს.ერთი მათგანი პითაგორას  ფორმაა,მეორე -მონაკვეთის საშუალო და კიდურა შეფარდებით გაყოფა...პირველი შეიძლება ოქროს საწყავს შევადაროთ  მეორე ძვირფას ქვას უფრო მოგვაგონებს.

პრობლემის ჩამოყალიბება- განხილვა

 მათემატიკის კლუბი განაგრძობს მუშაობას ,მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვახერხებთ ჩვენი მუშაობის სამზეოზე გამოტანას. კლუბში რამდენიმე  შეხვედრის შემდეგ, ჩვენი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ინდიფერენტულ დამოკიდებულებაშია მათემატიკის საგნის მიმართ.   ეს მდგომარეობა მათი აზრით გამოწვეული იყო სხვა და სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. განსაკუთრებით გამოიკვეთა მოსწავლეთა ნაკლები მონაწილეობა მათემატიკურ კონ   ფერენციებსა და პროექტებში.                                                                                                            გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა მათემატიკური კონფერენცია და შეგვექმნა პროექტი.  საკონფერენციო თემად ავირჩიეთ" ოქროს კვეთა", პროექტის  სახელწოდებად    "მათემატიკური ხელოვნება" დავიწყეთ მუშაობა და ვნახოთ რა გამოგვივა.